გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი

timeteam· HR georgia
Apply Now ↗
📍 Tbilisi, GeorgiaFull Time

About this role

 

საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME  2013 წლიდან  წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე. 

 

TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ  LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME

 

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. თქვენი დადებითი ენერგია და პოზიტიური  დამოკიდებულება ქმნის ამ განსაკუთრებულ გარემოს.

ზოგჯერ დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ამოცანასთან მოგიწიოთ გამკლავება. სწორედ ასეთ გარემოში ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა.

 

  • თაიმში ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს.
  • თქვენ ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით.
  • თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით.
  • თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ ნომინაციებში და გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი. გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებით განსაკუთრებული საჩუქრებით
  • თქვენი ლოიალურობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.

 

თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება,

გიყვართ მომსახურების პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა, ასევე გაქვთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში.   

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
  • პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება;



სამუშაო  ადგილი:


1. TIME მაღაზია (ისთ ფოინთი & ქავთარაძის სითი მოლი) ორი ცვლა:

  • პირველი ცვლა: 10:00–19:00 სთ
  • მეორე ცვლა: 13:00–22:00 სთ


2. TOUS მაღაზია (ისთ ფოინთი & ქავთარაძე სითი მოლი) ორი ცვლა:


  • პირველი ცვლა: 10:00–19:00 სთ
  • მეორე ცვლა: 13:00–22:00 სთ


3. Zagbijoux სტენდი (ქავთარაძე სითი მოლი) კვირაში არაუმეტეს 40 საათი:


  • 3 დღე — 10:00–22:00 სთ
  • 1 დღე — 10:00–18:00 სთ
  • კვირის დანარჩენი დღეები — დასვენება


შეგახსენებთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია თაიმის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.

თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს  უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვით მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: hr@time.ge

 

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი position at timeteam?
The salary for this გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი role at timeteam is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი position at timeteam located?
This გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი role at timeteam is based in Tbilisi, Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი role at timeteam full-time or part-time?
This is listed as a Full Time position. It is posted as a გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი role in the HR georgia department at timeteam.
Which team or department does the გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი at timeteam belong to?
This გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი position is part of the HR georgia department at timeteam. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი position at timeteam?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to timeteam's official application portal hosted on bamboohr where you can submit your application directly.
When was the გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი job at timeteam posted?
This გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი position at timeteam was posted on May 25, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი
timeteam
Apply for this role ↗

You'll be redirected to timeteam's official application page on bamboohr.